ხმების 83,7%-ის დათვლის შემდეგ მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას მინიმალური უპირატესობა აქვს

კვირას, 30 აგვისტოს მონტენეგროში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ბალკანეთის პატარა, 620 000 მოსახლეობიიანი ქვეყნის 520000 ამომრჩევლიდან 409 880-მა ანუ 75,9% მიიღო მონაწილეობა მონტენეგროში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. გამარჯვებას ერთმანეთს მმართველი, პროდასავლური, მონტენეგროს სოციალისტების დემოკრატიული პარტია და პროსერბული და პრორუსული ოპოზიციური კოალიცია “მონტენეგროს მომავლისათვის” ეცილებოდნენ.
 
ამ დროისთვის დათვლილი ხმების 83,7% მიხედვით ასეთი მდგომარეობაა:
 
1. მონტენეგროს სოციალისტების დემოკრატიული პარტია – 30 მანდატი
2. კოალიცია “მონტენეგროს მომავლისთვის” – 27 მანდატი
3. “მშვიდობა – ჩვენი ხალხია” – 10 მანდატი
4. “შავი თეთრზე” – 4 მანდატი
5. ბოსნიური პარტია – 3 მანდატი
6. მონტენეგროს სოციალ-დემოკრატები – 3 მანდატი
7. სოციალ-დემოკრატიული პარტია – 2 მანდატი
8. ალბანური ალტერნატივა – 1. მანდატი
9. ალბანელების დემოკრატიული კავშირი – 1 მანდატი
 
მმართველი პარტია მეხუთე – მეცხრე ადგილებზე გასულ მის  ტრადიციული მხარდამჭერებთან ერთად 81 მანდატიდან 40-ს იღებს, მისი კონკურენტები კი – 41-ს.
 
კოალიცია “მონტენეგროს მომავლისთვის” ლიდერი ზდრავკო კრივოკაპიჩი აცხადებს, რომ არჩევნები სამი ოპოზიციური კოალიციის გამარჯვებით დასრულდა და “რეჟიმი დაეცა”, ქვეყნის პრეზიდენტის და მმართველი პარტიის ლიდერის მილო ჯუკანოვიჩის თქმით კი, პარტია ხმების დათვლის საბოლოო შედეგს ელოდება.
 
“მონტრენეგროს პარლამენტში ადგილების უმეტესობისთვის ბძოლა გრძელდება”, – აცხადებს ჯუკანოვიჩი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად