ხმაურია ქუთაისში იმერეთის სამხარეო პოლიციასთან – შეკრებილებმა გზა გადაკეტეს

იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გზა გადაკეტილია. ადგილზე გუმათში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით დაკავებული პირენის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრეილები. როგორც ისინი აცხადებენ 6 ადამიანი ხელისუფლებამ იმიტომ დააკავა, რომ ისინი 15 მაისს დაანონსებული აქციის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული.

6-ვე პირს ბრალი რამდენიმე წუთის წინ წარედგინა. საქმის მასალები ადვოკატების ნაწილს უკვე გადაეცა, მეორე ნაწილი კი სამხარეოს შენობაში ამ წუთებში იმყოფება. დაკავებულები, ცოტა ხნის წინ, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ადგილზე გზა იყო გადაკეტილი. შეკრებილები არ ატარებდნენ იმ ავტომობილს, რომლითაც დაკავებულები სასამართლოში გადაყავდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...