ხმაური ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ ოფისთან – „ქართული მარშის“ წევრი გიგი უგულავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ხმაური იყო „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში, სადაც „ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი იმყოფებოდა.

შიხიაშვილი ზუგდიდის მერობის კანდიდატისგან, გიგი უგულავასგან, ბოდიშის მოხდას ითხოვდა.

როგორც შიხიაშვილმა მედიასთან განაცხადა, გუშინ „ევროპული საქართველოს” წევრმა მათ მაჟორიტარობის კანდიდატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „ქართულ მარშს” „ევროპული საქართველოს” ოფისთან ამავე პარტიის ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარე ბართლომე შელია დახვდა. მისი განცხადებით, ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი აქცია, რომელშიც იყენებენ ასეთ ელემენტებს, როგორიცაა „ქართული მარში“, პროპუტინური მოძრაობა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი გუშინ დაიწყო, რადგან მათ არ სურდათ გიგი უგულავა ყოფილიყო მიმდინარე მოვლენებში ჩართული, თუნდაც მაყურებლის პოზიციიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად