ხმაური ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში – სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები გააპროტესტეს

ხმაური იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში. სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები გააპროტესტეს და განაცხადეს რომ მათ ბევრი წელია ატყუებენ.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა მერიის შესაბამისი სამსახურები არაერტხელ მივიდნენ მათთან სახლში და სიტუაციას ადგილზე გაეცნენ, რეალობა არ შეცვლილა.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მერიაში 250 განცხადება შევიდა, რომელთაგან 116 სოციალური სახლების მშენებლობას, ხოლო 134 „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართვას შეეხებოდა.
კომისიის შემადგენლობაში როგორც მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორიც შედიოდა.
კომისიამ ყველა შემოსული განცხადება ადგილზე გადაამოწმა და სახლი იმ ოჯახებს აუშენდებათ, რომლებმაც მაქსიმალური ქულათა რაოდენობა დააგროვეს.
იმ ოჯახებს რომლებიც მიმდინარე წელს ვერ მოხვდნენ პროგრამაში, ექნებათ შესაძლებლობა მომავალ წელს კონკურსში ისევ მიიღონ მონაწილეობა. ასევე, მერია მათ სთავაზობს ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად