ხმაური ზუგდიდის მერიაში – აქციის მონაწილეებს მერიის შენობა დაატოვებინეს

ხმაური იყო დილიდან ზუგდიდის მერიაში, საიდანაც მედიის წარმომადგენლებთან ერთად სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” ლიდერი თენგიზ ჯგუშია გამოაგდეს.

ჯგუშია მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან პასუხის მიღებას ითხოვდა, რომელიც ყოფილ “ენგურქარხანაკომბინატის” ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის მშენებლობის ნებართვას ეხება.

ჯგუშიას ინფორმაციით, იქ სადაც დასახლებული პუნქტია ყველა სანიტარული და ეკოლოგიური ნორმების დარღვევით ცემენტის ქარხანა შენდება. მისი თქმით, ქარხანა ფაიფურის დასახლებაში უნდა აშენებულიყო, თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინიციატივით დასახლებაში გადმოიტანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად