ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში – მოვაჭრებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

მოვაჭრეებმა ბაზრის ტერიტორიაზე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟი გააპროტესტეს. მათი თქმით, წლებია ამ ნაგებობაში ვაჭრობენ და ამით ოჯახებს არჩენენ, დღეს კი მათთან შენობის მეპატრონე ნოდარ კორსანტია მივიდა და მერიის გადაწყვეტილება გააცნო.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობა თავის დროზე ნებართვის გარეშე დაიწყო, რაზეც მიმდინარეობდა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები და ამ ეტაპისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად