ხმაური გენერალურ პროკურატურასთან – ოპოზიციამ პროკურატურის კარს ბოქლომი დაადო

ამ წუთხებში ხმაურია საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის კარისთვის ბოქლომის დადებას ცდილობდა. 

პოლიცია მათ ბოქლომის დადების უფლებას არ აძლევდა. ბოქლომის დადებას ცდილობდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და გურამ ჩალაგაშვილი.

იქვე იყო გიორგი ვაშაძეც, რომელმაც თქვა: “მშვიდობიანი აქციაა და რა დღეში არიან?! ბატონო ბიძინა რა დღეში ხართ? მშვიდობიანი აქციაა და აცადეთ ხალხს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა მაინც დაადეს პროკურატურის კარს ბოქლომი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად