ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან (ვიდეო)

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან ითხოვენ პასუხს, თუ რატომ არ მოხდა ემზარ კვიციანის დროულად გაყვანა პარლამენტის შენობის მიმდებარედ, მაშინ როდესაც ის აქციის მონაწილეებს ფიზიკურად და სიტყიერად დაუპირისპირდა.

აქცია “სირცხვილიას” მონაწილეები საპატრულო პოლიციას სთხოვენ პასუხს კითხვაზე თუ რატომ არ დააკავეს დეპუტატი ემზარ კვიციანი აქციის მონაწილესთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ. “ემზარ კვიციანი გავიყვანეთ. გავეცნობით საქმეს და მივცემთ შესაბამის შეფასებას. პოლიცია ინციდენტში ჩაერთო დროულად. ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი შეფასება. დაპირისპირებული მხარეები განვარიდეთ”- განაცხადა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ მოხდა, რაც კვიციანი აქციის მონაწილეებთან მივიდა. აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენიბის წინ ცხვრები ჰყავდათ მიყვანილი. მომიტინგეებმა მას „რუსეთის მონა“ და მოღალატე ეძახეს. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის შენობის წინ

Posted by Ipress.ge on კვირა, 08 სექტემბერი, 2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად