ხმალაძე “ოცნებას”: არასწორი თეზისია, რომ ერთპარტიული უმრავლესობა განვითარების საფუძველია!

ამის შესახებ "შენების მოძრაობის" წარმომადგენელმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"დღეს ამოცანა დგას, რომ გვქონდეს დემოკრატიული არჩევნები, გვქონდეს სამართლიანი საარჩევნო სისტემა, პარლამენტი არ იყოს ზედმეტად ჭრელი, რაც ხელს შეუშლის გადაწყვეტილებათა მიღებას და ყველამ მიიღოს იმდენი ხმა, როგორი მხარდაჭერაც აქვს. სრულიად არამართებულად მიმაჩნია ის შეხედულება, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებმა სხვადასხვა დროს გამოთქვეს, რომ მხოლოდ ერთპარტიული უმრავლესობა არის მდგრადი განვითარების საფუძველი. ეს არის აბსოლუტურად არასწორი თეზისი. ამის დამადასტურებლად შემიძლიათ მოგიყვანოთ ის მაგალითი, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში არა ერთპარტიული უმრავლესობები, არამედ კოალიციური უმრავლესობებია. მე მგონი კარგად ვითარდება ეს ქვეყანა", – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად