ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე ხე-მცენარეები დაირგო

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე ხე-მცენარეები დაირგო.თარიღთან დაკავშირებით „მეგასკოლის“ მოსწავლეებმა და ა(ა)იპ „გამწვანებისა და ლანდშაპტური დაგეგმარების სამსახურის“ თანამშრომლებმა ტუიას ნერგები დარგეს.

აქციის ფარგლებში პირველკლასელებს უკვე სახელობითი ხეები აქვთ.

ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი გამწვანების აქცია მიზნად ისახავდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას მოსწავლე-ახალგაზრდობაში და ზოგადად საზოგადოებაში.

ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად