ხინკალი, ხაჭაპური და ბორჯომი პორტლენდის ქუჩებში

უკვე ორი წელია რაც ორიგონის შტატის ქალაქ პორტლენდში ქართული კერძების სწრაფი კვების ობიექტი მოქმედებს. "კარგი გოგო" – სწორედ ასე ეწოდება ამერიკელების მიერ შექმნილ მოძრავ კვების ობიექტს, რომელიც პორტლენდში ერთადერთია. ქართული ტრადიციული ხინკლის, ხაჭაპურის, ლობიანის და ნიგგვზიანი ბადრიჯნის შეძენა პირდაპირ ქუჩაშია შესაძლებელი. როგორც იდეის ავტორები "აიპრესთან" საუბარში აცხადებენ, ამერიკელებში ყველაზე დიდი პოპულარობით ხაჭაპური და ლობიანი სარგებლობს.

 

"საქართველოში ორი წლის განმავლობაში ვცხოვრობდით, ქართული კულტურა და სამზარეულო ძალიან შეგვიყვარდა. სამწუხაროდ, ამერიკის დიდი ქალაქების გარდა ქართულ საკვებს ვერსად შეხვდებით, სწორედ ამიტომ "კარგი გოგოს" შექმნის იდეა დაგვებადა. პორტლენდში საკმაოდ პოპულარულია ფურგონის ტიპის ავტომობილში საკვები ობიექტის გაკეთება, მაგიდებისა და სკამების გარეშე სადაც მომხმარებელს საკვების შეძენა და მისი სამსახურში, სახლში ან ქუჩაში დაგემოვნება შეუძლია".

სინ ფრედრიქსიმ და მაკინზე ქუქიმ ქართული კერძების დამზადება თბილისში ისწავლეს, საჭირო ინგრედიენტებსაც საქართველოდან უგზავნიან. მენიუში ფასები 6 დოლარიდან 8 დოლარამდე მერყეობს. ადგილზე ქართული მინერალური წყლის ბორჯომის შეძენაც არის შესაძლებელი, რომლის ფასიც 3 დოლარია. კვების ობიექტის მიმართ დიდი ინტერესიდან გამომდინარე კარგი გოგო გაფართოვებაზეც ფიქრობს.

"ქართული კერძები ძალიან გემრიელია,  პორტლენდში კი მას ვერსად შეხვდებოდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ქართული კერძების საქართველოსთვის გაცნობა"

კარგი გოგოს მენიუში იმერულ ხაჭაპური, სხვადასხვა სახის სალათები, ქალაქური და სოკოს ხინკალი შედის. 

 რაც შეეხება სახელწოდებას – კარგი გოგო, საქართველოში გულწრფელი კომპლიმენტია, რომელსაც უმეტესად სამზარეულოში მომუშავე ქალბატონებს ეუბნებიან.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად