ხიდაშელი: ვენდობი ზალკალიანს, მარტო რომ იჯდეს ლავროვთან, ვიცი, საქართველოს წარმოადგენს პატრიოტი

ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დავით ზალკალიანი არც არავიზე ნაკლები დიპლომატია და არც არავიზე ნაკლები პატრიოტი.

“მე ვენდობი დათო ზალკალიანს, ეს შემიძლია სრულიად ღიად ვთქვა, ნებისმიერ ოთახში, სრულიად მარტო რომ იჯდეს ლავროვთან, მე ვენდობი ზალკალიანს, ვიცი, იქ საქართველოს წარმოადგენს ქართველი პატრიოტი, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, ეს დღის წესრიგი აუცილებლად იქნება ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ.

რა შედეგი დადგება შეხვედრიდან, ეს მეორე საკითხია და სამწუხაროდ ზალკალიანზე არ არის და ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე არ არის დამოკიდებულო, მაგრამ მასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და არავიზე ნაკლები არც დიპლომატია და არც პატრიოტია ამ ქვეყნის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად