ხიდაშელი: თითქმის 24 საათი გავიდა პუტინის მუქარიდან და საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ ხმა არ ამოუღია

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა “რუსთავი 2”-თან პუტინის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია, იმაზე თუ რა პოლიტიკური მზაობა ექნება საქართველოს ხელისუფლებას.

“ყველაზე უფრო დამთრგუნველი ამ ვითარებაში არის ის, რომ თითქმის 24 საათი გავიდა პუტინის მუქარიდან და საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ ხმა არ ამოუღია და საკუთარო მოსახლეობისთვის არაფერი არ უთქვამს, არ ოპტიმისტური, არც პესიმისტური, არც მოსამზადებელი, არც რაიმე სტრატეგიული ან ტაქტიკური მნიშვნელობის გეგმა არ წარმოუდგენია. არადა ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ყველაზე უფრო სწრაფად და რაც შეიძლება მომზადებული გვჭირდება ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის ნათქვამი სიტყვა. თავისთავად სტატისტიკა ამ ქვეყანაში ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებულ ტრაგედიასთან არ გვექნება საქმე, მაგრამ ისევ და ისევ ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება იმასთან, პოლიტიკური მზაობა როგორი აქვს ხელისუფლებას გაუმკლავდეს ამ მუქარას, რომელიც გუშინ პრეზიდენტ პუტინისგან ყველამ ერთად მოვისმინეთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად