ხიდაშელი თალაკვაძეს: ელჩებმა იმაზე მეტი თუ თქვეს, რაც 14 აპრილს, უნდა მოაყოლონ ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო

აქ რაც წერია ამაზე მეტი თუ გვითხრეს მაშინ ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო უნდა მიაყოლონ, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

ხიდაშელი ამერიკის საელჩოს განცხადებასაც ავრცელებს, რომელიც საელჩომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით 14 აპრილს გაავრცელა.

“ბევრის დაწერა შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებაზე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წინადადებით, იმაზე თუ სავარაუდოდ რისი მოლოდინი აქვს:
1. დარწმუნებულია ელჩები არ იტყვიან სახელებით და გვერებით იმაზე მეტს რაც უკვე თქვეს. აქვე ვურთავ აშშ საელჩოს 14 აპრილის განცხადებას ოქრუაშვილის საქმეზე. აქ რაც წერია ამაზე მეტი თუ გვითხრეს მაშინ ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო უნდა მიაყოლონ.
2. და თუ იმაზე მეტი თქვეს რაც უკვე ნათქვამია და შესაბამისად, ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო, მაშინ რა დარჩება ამ ქვეყნისგან. მსგავსი დარდი როგორც ჩანს არ აქვს Archil Talakvadze -ს.
3. და კიდევ ერთი, იმის მიუხედავად რას იტყვიან, ეს ხომ მათ ცოდნას და მეხსიერებას არ გააქრობს იმაზე თუ სინამდვილეში რაზე იყო შეთანხმება. და ეხლა თუ ვერ იტყვიან ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს პირობა გაქრება და უკვალოდ ჩაივლის.
4. მუდამ ასეთი ნახევარი ნაბიჯებით რატომ დადის ხელისუფლება. ხვალ ამ მოტივით საკონსტიტუციო ცვლილებებზე თუ იტყვის უარს, მერე ხომ დაემხობათ თავს მთელი ცივილიზებული სამყარო, და სინამდვილეში კი მორიგ ჯერზე იწირება ქვეყნის რეპუტაცია. და შემდეგ სერიაში რა ხდება?
5. ყველაზე საშიში ამ ყველაფერში კი ის არის, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც ბოლო სერიაში იცოდა, რომ თუკი ყველაფრის მიუხედავად დამარცხედობა, თუ ამ დედამიწაზე უნდოდა ცხოვრება უნდა ეღიარებინა შედეგები, ეს ივანიშვილმა ნამდვილად არ იცის, ვინაიდან დღეს დარწმუნებულია რომ თუ ძალაუფლებას დაკარგავს ამით ყველაფერი მთავრდება მისთვის.

— მთავარი განსხვავებაც აქ არის
– სააკაშვილმა იცოდე, რომ არჩევნებში დამარცხების არ აღიარებით მთავრდებოდა ყველაფერი რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო
– ივანიშვილს კი გონია, რომ არჩევნებში დამარცხებით მისთვის მთავარდება ყველაფერი ის, რაც დღეს მნიშვნელოვანია.
ამიტომაც არის განსაკუთრებით სახიფათო ქვეყნისთვის”, – წერს Facebook-ში თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძემ ელჩებს მიმართა: ვთხოვ ელჩებს, დაადასტურონ, რომ უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას გათავისუფლების ვალდებულება არ აგვიღია”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად