ხიდაშელი: სისტემა კლავდა და სჯიდა ადამიანებს, საფრთხეა იგივე დღესაც განმეორედეს

2004 წელს მთვრალმა პოლიციელმა მოკლა ბუტა რობაქიძე და სისტემამ ის ყაჩაღად გამოაცხადა, ამას მოჰყვა სანდრო გირგვლიანი, ზურა ვაზაგაშვილი… შემდეგ მეტ კარზე დააკაკუნეს, სტურუას საქმე სწორედ ასეთ საშიშ ზღვარზეა, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

ხიდაშელი 2004 წლიდან 2012 წლამდე მიმდინარე მოვლენებს დღევანდელობას ადარებს. მიიჩნევს, რომ საფრთხეა იგივე პროცესები მომდევნო პერიოდშიც განმეორდეს თუ საზოგადოება ჩუმად იქნება.

„1. 2004 წელს მთვრალმა პოლიციელმა მოკლა ბუტა და სისტემამ ყაჩაღად გამოაცხადა.

2. ბუტას მკვლელობით წახალისებულმა სისტემამ მოკლა სანდრო გირგვლიანი.

3. იმავე სისტემამ დღისით, შუა ქალაქში ასობით ადამიანის თვალწინ დაცხრილა ზურა ვაზაგაშვილი.

სია გრძელია…

სისტემა სჯიდა ადამიანებს, სასტიკად უსწორდებოდა, უდანაშაულო ბავშვებს ყაჩაღებად აცხადებდა. ქვეყანა დუმდა… რამდენიმე ათეულმა კაცმა და ქალმა ქუჩაში სიარული დავიწყეთ, შველას ვითხოვდით, მომავალ მსხევრპლს ვიცავდით. ქვეყანა დუმდა, შემდეგ მეტ კარზე დააკაკუნეს… სტურუას საქმე სწორედ ასეთ საშიშ ზღვარზეა

დღეს ხელისულებაში მყოფთა უდიდესი ნაწილი მაშინაც დუმდა და დღესაც დუმს, მეორე ნაწილი იმ სისტემას აფინანსებდა და მხარს უჭერდა, საკუთარ ბიზნესს იცავდა. მაშინ ყველა კარზე დააკაკუნეს. ხვალაც დააკაკუნებენ თუ ისევ თვალს დავხუჭავთ ღრმად ჩაბუდებულ ძალადობას, მავნებლებს, მოძალადის "მუნდირის" დამცველებს.

მერამდენე წრეზე უნდა წავიდეთ, რომ დავიჯეროთ საბჭოთა, კუდი, სუს-ი, კაგებეს მართული ქვეყანა არ მუშაობს, მუდამ მსხვერპლს ითხოვს. ასეთი სისტემა მუდამ კლავს სანდრო გირგვლიანს!!!  სხვაგვარად არ იცის!!!!“ – წერს თინა ხიდაშელი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად