ხიდაშელი: სამარცხვინოები ხართ! ეს ლანა ღვინჯილია მეც მლანძღავდა, არადა ბიბლიოთეკის უფროსია

ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის ლანა ღვინჯილიას მიერ სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

“რა სამარცხვინოები ხართ. ეს ქალი მეც მივარდებოდა პერიოდულად და უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავდა.
არადა ბიბლიოთეკის უფროსია”, – წერს თინა ხიდაშელი Facebook-ში და ფაქტის ამსახველ ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს ფაქტი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფას აყენებენ.

შეგახსენებთ, სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილის ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...
IPRESS.GE
Left Menu Icon