ხიდაშელი: ნეტავ კობახიძე ფიქრობს, რომ სხდომას ისევ ჩაატარებს, ბაღში ისეირნებს, ჩიტები იჭიკჭიკებენ…

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელსი გუშინ ღამე, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“დილა გათენდა და აგერ უკვე სამი საათია ღვიძავს ალბათ და ნეტავ ფიქრობს რომ ყველაფერი ძველებურად იქნება?
ორშაბათს კობახიძე ბიუროს სხდომას ჩაატარებს, ის ბაღში ისეირნებს, ჩიტები იჭიკჭიკებენ და მერე 2029-ში იმაზე მეტ ფულს დახარჯავს ვიდრე სალომესთვის და კიდევ 4 წელი იდირექტორებს?”- წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა. შემდეგ კი, საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი, ჭყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

შექმნილი აგრესიული ვითარებისა და დაძაბულობის ფონზე, სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო გუშინ დატოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად