ხიდაშელი: NATO-ში შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე, ერთადერთი პრაგმატული გზაა

ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

“ეს არის არასწორი, შესაძლოა შეგნებულად მახინჯი ინტერპრეტაცია იმის რასაც ჩვენი მეგობრები ამბობენ.
საქართველოს ნატოში შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე დღეს არის ერთადერთი პრაგმატული გზა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
არავის არასოდეს არ უთქვამს აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის გარეშე. კიდევ ერთხელ არავის, არასოდეს!
— იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ნატოში წევრობა არის ერთადერთი გამოსავალი!
— იმისათვის რომ აღვადგინოთ ერთიანი ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ნატო და ევროკავშირი არის ერთადერთი სწორი პასუხი” – წერს თინა ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად