ხიდაშელი: ივანიშვილს იმაზე მეტი ფული დაჭირდება ვიდრე უფიქრია, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნებზე მარცხი გარდაუვალია

“მას დაჭირდება იმაზე დიდი ფული ვიდრე ამაზე ოდესმე უფიქრია. წინააღმდეგ შემთხვევაში მარცხი არჩევნებზე გარდაუვალია”,-ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

” გაკვეთილი ისწავლეს. მთავარი გაკვეთილი ჩემი აზრით, რომელიც ივანიშვილმა ისწავლა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგად იყო ის რომ, რასაც ვერ იყიდი ფულით, იყიდი დიდი ფულით. ეს არის იმედი, რწმენა, რომელიც მას აქვს. ამიტომ სჭრიდებოდა მას ეს სრულმასშტაბიანი მობილიზება ყველაზე ერთგულიების საარჩევნო შტაბის. იმისთვის რომ მაქსიმალურად არ გაექცეს კონტროლი.

ამასობაში, ბიძინა ივანიშვილს მეორე გაკვეთილი ნასწავლი აქვს. მას დაჭირდება იმაზე დიდი ფული ვიდრე ამაზე ოდესმე უფიქრია. წინააღმდეგ შემთხვევაში მარცხი არჩევნებზე გარდაუვალია”,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად