ხიდაშელი: ივანიშვილმა პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის პოზიციას გადაუხვია

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სამ ნაბიჯს სთავაზობს ვითარების შემოსაბრუნებლად.

“1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან – მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.

2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის პოზიციას გადაუხვია და თავმჯდომარის ინიცირებული პროექტი ჩააგდო.

3. სასწრაფოდ მოახდინოს ოდნავ შეცვლილი ვერსიის ინიცირება და მიაბას მთავრობის ნდობას.

ეს არის ქმედება. სხვა ყველაფერი ბელეტრისტიკა და ყალბია!

კენჭისყრა მათემატიკაა და დღევანდელი მათემატიკით პარტიის თავ-რეს და პრემიერის ინიციატივას არ აღმოაჩნდა საკმარისი უმრავლესობა. სხვათაშორის ამ მათემატიკით ოცნებას დღეს არ აღმოაჩნდა მთავრობის დაკომპელექტებისთვის საჭირო უმრავლესობაც”, – წერს თინათინ  ხიდაშელი.

შეგახსენებთ: დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად