ხიდაშელი გახარიაზე: სიტყვებით ჟონგლიორობაში, უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე სასარგებლო თქვა

ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. გიორგი გახარიას მიერ ტვ „პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

„თვითონ ხომ ამბობენ, რომ საქმე აღძრულია, მათ შორის პოლიციელების მიერ სავარაუდო ძალის გადამეტების შესახებ და გამოძიება გვაჩვენებს – ვთქვათ გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაული ჩადენილია, ორი ვერსია გვაქვს – პოლიციელი თვითნებობდა, პოლიციელი ბრძანების ფარგლებში მოქმედებდა. თუ ბრძანება არ გვაქვს ნანახი, ჩვენ ვერ ვადგენთ ვინ იმოქმედა დანაშაულებრივად. ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ საჯარო სივრცეში ყველა დაინტერესებულ ადამიანს უნდა გვქონდეს ეს ბრძანება.

მთავარი სიტყვა რა არის – მოგერიება. დღესაც ეს მან რამდენჯერმე გაიმეორა, თუ მოგერიებაა, დილის 6 საათზე და 7 საათზე რაც ხდებოდა, ეს აღარ არის მოგერიება. ამაზე გვპასუხობს, რომ შემდეგ დაიწყო ქალაქის რბევა, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ახალი ბრძანება უნდა გაეცა. აი ამ სიტყვებით ჟონგლიორობაში, უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე სასარგებლო თქვა,“-ამბობს თინა ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად