ხიდაშელი ბობოხიძეს: მრცხვენია რომ “ოცნებამ” თქვენი რეჟიმის გასამართლების საშუალება არ მომცა

"მე ვამაყობ იმით, რომ "ქართული ოცნების" სათავეებთან ვიდექი, სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც "ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ დღეს, თქვენს გასაძევებლად საქართველოს ხელისუფლებიდან. თქვენი ძალადობრივი რეჟიმის დასამთავრებლად", – ასე მიმართა "რესპუბლიკელების" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა, "ნაცმოძრაობის" ხონის მაჟორიტარობის კანდიდატს აკაკი ბობოხიძეს,   ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში".

"მე ამით ვამაყობ, რომ "ქართული ოცნების" სათავეებთან ვიდექი, მაგრამ მე ძალიან მრცხვენია, რომ "ქართულმა ოცნებამ" მე არ მომცა საშუალება პარლამენტში დამესრულებინა და თქვენი რეჟიმი გამესამართლებინა უკვე იმ საგამოძიებო კომისიით, რომელსაც მე 3 წლის განმავლობაში ვითხოვდი, როცა პარლამენტში ვიყავი. "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა ამისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. 

რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას, ჩვენ პასუხს ვაგებთ წარმატებებზე და ისე მარცხზე. ჩვენ არ გაურბივართ პასუხისმგებლობას", – განაცხადა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...