ხიდაშელი: ასე მგონია, ხვალ ვაშაძე დამარცხდება, თუმცა ამ არჩევნებში საქართველო უკვე დამარცხდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, ხვალინდელი არჩევნების პროგნოზს აკეთებს და ამასთან დაკავშირებით სტატუსს სოცილაურ ქსელში აქვეყნებს.

“ყველაზე უმადური ამბავი – საარჩევნო პროგნოზიაო, მაგრამ მაინც:
– ასე მგონია ხვალ არჩევნებში ვაშაძე დამარცხდება;
– თუმცა მგონია, რომ შედეგის მიუხედავად, ამ არჩევნებში საქართველო უკვე დამარცხდა;
– ქართული ოცნების 6 წლიანი მმართველობის შედეგი ის არის რომ ამომრჩეველი ქვეყანაში ისევ სააკაშვილის მძევლად არის ქცეული;
– როდესაც ხელისუფლება არჩევნების წინა საღამოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს სმს გზავნილით არჩევნებზე ეძახის არა წარმატებისთვის, არა ერთად გამარჯვებისთვის, არა უკეთესი საქართველოსთვის ან მეტი პროგრესისთვის არამედ ეძახის ვიღაცის, რაღაცის დასამარცხლებლად, ვიღაცაზე რევანშისთვის, უარესის აცილებისთვის ეს გუშინდელი, დღევანდელი, ხვალინდელი დღის ყველაზე დიდი მარცხია.

შედეგს თითქოს ვხედავ, დღემდე ბორძიკით მოსულ ამომრჩეველსაც, მაგრამ იმედია ქვეყანას კიდევ უფრო დიდი მარცხისთვის არ გაიმეტებთ.” – წერს თინა ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად