ხელვაჩურში, სტიქიის ზონაში, მდინარე მეჯინისწყლიდან ავტომანქანა ამოიყვანეს, მძღოლს ამ დრომდე ეძებენ

ხელვაჩურში, სტიქიის ზონაში, მდინარე მეჯინისწყლიდან ავტომანქანა ამოიყვანეს, მძღოლს ამ დრომდე ეძებენ. დაუდგენელია ამ დრომდე ისიც, რამდენი ადამიანია მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული. უკვე რამდენიმე საათია ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე,

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ადგილობრივ ჯგუფებს სამძებრო სამუშაოებში კოლეგები მეზობელი რეგიონებიდანაც დაეხმარებიან. მისი თქმით, ჯგუფები უკვე მიემართებიან აჭარისკენ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად