ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, მოეწყო ასევე, სააქტო დარბაზი.
შეიცვალა შენობის სახურავი, ხოლო ფასადი შეიფუთა თუნუქის ფილებით. სკოლის ეზოში დაეგო ბეტონის ფილა.
შესრულებული სამუშაოები მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ მონიტორინგის ჯგუფთან ერთად დაათვალიერა.
შესრულებული სამუშაოები მაღალი ხარისხისაა. სამუშაოების ღირებულებამ 223 500 ლარი შეადგინა.
2019 წელს სამინისტრომ 2 ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყო, ხოლო 2019 წლის ბოლომდე სულ 8 სპორტულ დარბაზს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.