ხელვაჩაურში, სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად, ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, ხოლო შვილი მძიმედ დაიწვა

ხანძრის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში. გარდაცვლილია, 65 წლამდე ცოლ-ქმარი. გარდაცვლილების ცხედრები ამ დროისთვის პროზექტურაში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ახლობლების ინფორმაციიით, ხანძარი და დაკვამლიანება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად მოხდა.
დამწვრობა მიიღო 31 წლის კაცმაც, ის რეანომობილით. თბილისში გადაჰყავთ. ის გარდაცვლილების შვილია.

მეზობლების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როდესაც ახალგაზრდა კაცი შეშის ღუმელში ცეცხლის დანთებას ცდილობდა. მეზობლებს ეჭვი აქვთ, რომ სახლში დიდი რაოდენობით გაზი იყო დაგროვილი, რამაც აფეთქება გამოიწვია.

სხეულის დამწვრობა 31 წლის კაცმა, მათივე თქმით, მაშინ მიიღო, როცა ალმოდებული სახლოდან, მშობლების გამოყვანას ცდილობდა. ექიმების განცხადებით, მას მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ახალგაზრდა კაცის გადაყვანა, მისი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, თბილისის დამწვრობის ცენტრში გახდა აუცილებელი.

შსს-ში ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად