ხელვაჩაურში მოსახლეობა მეორადი ზეთის ქარხნის მშენებლობას აპროტესტებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებას მაცხოვრებლები სოფელში ავტომობილების მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებენ.

ადგილობრივების განცხადებით საწარმოს აშენებას ერთ-ერთი თურქული კომპანია გეგმავს. მოსახლეობა შიშობს, რონ ქარხანა გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

მოსახლეობა ადგილობრივი მთავრობის დახმარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...