ხელვაჩაურში 9 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დედა დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დედამ 9 წლის გოგო დაკბინა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვის მამა და ოჯახის სხვა წევრები სახლში არ იყვნენ.

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად