ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს.

მახოს ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარი და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყო. რეაბილიტირებული გზით 2500-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტის განსახორციელებლად აჭარის გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 1 135 800 ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა მახოს ხიდიდან სოფელ თხილნარის ცენტრამდე არსებული გზის მონაკვეთს.

ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჭარნალის მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც 1140 მეტრ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2020 წელს 10 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...