ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროს ალექსი ჯოჯიშვილთან და ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს გიორგი კობახიძესთან ერთად, დაათვალიერა ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მშენებლობის, გათბობისა და სახურავის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები.

სამუშაოები ხორციელდება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის #19 განკარგულება), თანხით 760 000 (შვიდასსამოციათასი) ლარი. აღნიშნული თანხით ქარელის მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლაში სულ განხორციელდება 19 ინფრასტრუქტურული პროექტი.

ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...