ხელისუფლების წარმომადგენლებმ სურამის სოფლებში გამართულ კრებებზე მოსახლეობის აზრი მოისმინეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ კრებებზე მოსახლეობის აზრი მოისმინეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა, მერის წარმომადგენელმა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი ჩადუნელმა და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირებმა.

ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ურთხვაში სკვერის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოწყობა გადაწყდა, სოფელ ზეკოტაში მოსახლეობამ მოსაცდელის მშენებლობას დაუჭირა მხარი, ბიჯნისში წყაროების კეთილმოწყობა დასახელდა პრიორიტეტად, პატარა ბეკამში – სკვერის და ატრაქციონების მოწყობა, ხოლო დიდ ბეკამში – სკოლის ეზოში სტადიონის რეაბილიტაცია.

დაბა სურამში შეკრებილმა მოსახლეობამ კი რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მოსაცდელების მშენებლობას დაუჭირა მხარი.

შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად