ხელისუფლების წარმომადგენლები წყალტუბოში, სოფლების – გეგუთის, პატრიკეთისა და ტყაჩირის მაცხოვრებლებს შეხვდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრებს აგრძელებენ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ცოტნე ზურაბიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, პარლამენტის წევრები – დიმიტრი მხეიძე, გენადი მარგველაშვილი წყალტუბოს მუნიციპლიტეტის სოფლების – გეგუთის, პატრიკეთისა და ტყაჩირის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

შეხვედრების მიზანი პრიორიტეტების სწორედ გამოვლენა და მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვაა.

ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. მოისმინეს ინფორმაციები მომავალი წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

შეხვედრებზე გამოკვეთილ პრიორიტეტულ საკითხთა შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, გარე განათების ქსელის მოწესრიგება, საბავშვო ბაღებში ჯგუფების დამატება, ელექტროსადენებისა და ელექტრობოძების რეაბილიტაცია, სარწყავი არხების მოწყობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად