ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მაღლაკის, ფარცხანაყანევისა და ოფშკვითის მოსახლეობას შეხვდნენ

სამთავრობო გუნდის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.

სოფელ მაღლაკის, ფარცხანაყანევისა და ოფშკვითის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, პარლამენტარები – გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე შეხვდნენ.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა აღნიშნა, ღია დიალოგის რეჟიმში ხდება ადგილობრივების მიერ დასმული პრობლემების განხილვა, ისახება მათი გადაჭრის გზებიც.

გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, გარე განათების ქსელის მოწესრიგება, სპორტული მოედნების მოწყობა, მოსაცდელების რეაბილიტაცია, სკოლების გაზიფიცირება, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა – ეს ის საკითხებია, რომელთა მოგვარებაზე მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობა უკვე დაწყებულია, სოფლების მიხედვით ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯების გათვალისწინება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად