ხელისუფლების წარმომადგენლები სამტრედიაში საჯავახოს, გამოჩინებულის, ოფეთის და გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მაჟორიტარი დეპუტატი გია მიქელაძე ამჯერად საჯავახოს, გამოჩინებულის, ოფეთის და გომის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრიორიტეტები მოისმინეს.

პროექტი „ღია შეხვედრები“ რამდენიმე თვეა, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის პრიორიტეტებად ზოგიერთი შიდა გზის მოწესრიგება, სკოლის რეკონსტრუქცია, სოციალური დახმარებების გადახედვა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე უფრო მეტი და კვალიფიციური ინფორმაციის ფლობა დასახელდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ განმარტა, მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი სწორედ არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი დროულად მოგვარებაა და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოსახლეობის ყველა პრობლემა შესაძლებლობის ფარგლებში მოგვარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად