ხელისუფლების წარმომადგენლები ყულევის, ქარიატას და შუა ხორგას მოსახლეობას შეხვდენენ

ხობის მუნიციპალიტეტში ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვედრებს განაგრძობენ. შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემები, რომელიც ყულევის, ქარიატას და შუა ხორგას მოსახლეობას აწუხებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკი (ნუკრი) ხასია, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას იმ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია რასაც მთავრობა ახორციელებს, ასევე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამას და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.

შეხვედრაზე მოსახლეობამ, მთავარ საჭიროებად შიდა გზების მოწყობა ,გაზიფიცირება, საბავშვო ბაღის და ამბულატორიის რეაბილიტაცია დაასახელა.გამოკვეთილი მთავარი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად