ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ წყალტუბოს სამ მჭიდროდ დასახლებულ უბანში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეხვდნენ. სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, პარლამენტის წევრი გენადი მარგველაშვილი სოფელ გუბისწყლისა და გვიშტიბის, ასევე ქალაქ წყალტუბოს სამ მჭიდროდ დასახლებულ უბანში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრიორიტეტები მოისმინეს.

ღია დიალოგის რეჟიმში რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, სანიაღვრე არხების გაწმენდა, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, ტროტუარების გაკეთება, სკვერის მოწყობა, გარე განათების ქსელის აღდგენა. მოსახლეობის მხრიდან დაისვა სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საკითხებიც.

შეხვედრისას საუბარი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად