ხელისუფლების წარმომადგენლები მთისპირში, ასკანაში, ძიმითსა და ნაგომარში მოსახლეობას შეხვდნენ

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, გურიის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად მოსახლეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მთისპირში, ასკანაში, ძიმითსა და ნაგომარში შეხვდნენ.

ადგილობრივებისგან სოფლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია, პარლამენტის წევრებმა გია ვოლსკიმ, გია გაჩეჩილაძემ, თემურ ჭკუასელმა, გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და შიდა გზების მოწესრიგება დაასახელა. სოფელი მთისპირის მოსახლეობამ მაღალთმიანი დასახლების სტატუსის მინიჭება მოითხოვა. სოფელ ნაგომარში კი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასახელდა.

როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება აღნიშნული საკითხების მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად