ხელისუფლების წარმომადგენლები ხაშურის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ოსიაურის, სატივესა და ახალსოფლის ადგილობრივ მოსახლეობას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, პარლამენტის წევრები სოფიო კილაძე და შოთა ხაბარელი შეხვდნენ.

ასევე, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს, ასევე ხაზი გაესვა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას.

ადგილობრივებმა შეხვედრაზე იმ საჭიროებების შესახებ ისაუბრეს, რამ მათთვის პრიორიტეტულია. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია მომავალი წლების დაგეგმვის პროცესსში რადგან უშუალოდ, მოსახლეობის მხრიდან იღებენ ზუსტ ინფორმაციას კონკრეტული სოფლებისა თუ დასახლების საჭიროებების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...