ხელისუფლების წარმომადგენლები გიორგიწმინდის, ფერსის, მუგარეთის და საბარგო სადგურის მაცხოვრებლებს შეხვდნენ

პროექტის „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლების გიორგიწმინდის, ფერსის, მუგარეთის და საბარგო სადგურის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. შეხვედრაზე სხვადასხვა სახის პრობლემები გამოიკვეთა მათ შორის: გაზიფიცირების, სასმელი წყალისა და გზების მოწესრიგების პრობლემები.

მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი სწორედ მათი საჭიროებების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა, ამიტომ პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობა აქტიურად გრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად