ხელისუფლების წარმომადგენლები ბახვის, ქვედა ბახვისა და ვაკიჯვრის მოსახლეობას შეხვდნენ

ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის, ქვედა ბახვისა და ვაკიჯვრის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ყურადღება ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტებზეც გამახვილდა.

მოსახლეობამ პრიორიტეტად გაზიფიცირების, შიდა საუბნო გზების მოწესრიგებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელა.
შეხვედრებს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ეწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად