“ხელისუფლების განცხადებები რუსეთის ქმედებებზე ხშირად არ არის მკვეთრი”

თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოების მხრიდან აქტიურობას აუცილებლობად მიიჩნევს.

როგორც ზურაბიშვილმა გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა, საოკუპაციო ხაზთან ბანერების აღმართვა თუ მავთულხლართების მოწყობა აგრესიული, პროვოკაციული აქტია. „ასეთ ფაქტებზე პროტესტის გამოთქმა, მათ შორის იქ მისვლაც, გაპროტესტებაც, ზოგჯერ მწვავე ფორმითაც კი ნორმალურია და აუცილებელიც. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ეს არავინ გააპროტესტოს… მე მაინც მგონია, რომ რუსეთის მხრიდან ეს ქმედებები ჩვენი საზოგადოების, პოლიტიკური ძალების განწყობების მოსინჯვაა და თუ არაფერი მოყვება ამას, რუსეთი მთელ ზოლზე ჩაამწკრივებს ამ ბანერებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობა უნდა აქტიურობდეს საერთაშორისო დონეზე. „ეს აქტიურობა არსებობს, სწორედ ხელისუფლების აქტიურობას მოჰყვა განცხადებები აშშ-ის, ევროპული ქვეყნების მთავრობისა და გაეროს მხრიდან განცხადებები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამავდროულად იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებებში მინუსებიც არის, მათ შორის ზურაბიშვილი ასახელებს იმას, რომ ხშირად განცხადებები რუსეთის ქმედებებზე არ არის მკვეთრი.

 

„კიდევ ერთი ფაქტორია „ნაცმოძრაობა“, რომელიც ხშირად კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ხელისუფლების ამ განცხადებებს და ამაზე აგებს სპეკულაციებს. მესამე და ვფიქრობ, ყველაზე მთავარი პრობლემაა ისაა, რომ ნახევრი საქართველო დარწმუნებულია რუსეთი 2008 წლიდან დღემდე მოიწევს და ჩვენ ახალ ტერიტორიებს ვკარგავთ. პაატა ზაქარეიშვილმაც თქვა და გავიმეორებ, რომ პროვოკაციული ქმედებები მიმდინარეობს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ფარგლებში, რომელსაც ქართული მხარე ვერ აკონტროლებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელები დავიბანოთ, მაგრამ მთავარია, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და და საზღვარგარეთ ეს კარგად უნდა გაიტანო“, – განაცხადა ზურაბიშილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად