“ხელისუფლებაში კრიმინალები არიან”- დე-ფაქტო სოხუმში სახალხო დაუმორჩილებლობის აქციებს იწყებენ

“მივმართავთ გულანთებულ მოქალაქეებს, შეუერთდით სახალხო შეკრებას! დავასრუოთ დამნაშავე ხელისუფლების ბანდიტიზმი!” – ნათქვამია სახალხო კრების მიმართვაში.

ამ წუთებში სოხუმის ცენტრში ოპოზიციური ზალების მხარდამჭერები იკრიბებიან.

ოპოზიციამ საერთო სახალხო დაუმორჩილებლობა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, ხვალ სოხუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლების გაფიცვა იგეგმება. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ გადაიკეთება ხიდები და ტრასები.

ივლისში თვითგამოსხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. მთავარი კონკურენტი ოპოზიციიდაბ, ბჟანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო (ეჭვობენ, რომ მოწამლულია) გადაყვანილია მოსკოვში.
ოპოზიციამ მოითხოვა არჩევნების შემოდგომაზე გადატანა, რაზეც პარლამენტმა უარი განაცხადა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...