“ხელისუფლებამ ან გამოიძიოს საქმე, ან ბოდიში მოიხადოს და წავიდეს სახლში”

"ასეთი თავზარდამცემი ამბავი არ გამიგია! არ ველოდი! ერთმნიშვნელოვნად არის ხელისუფლება პასუხისმგებელი."– ასეთი შეფასება მისცა "აიპრესთან"საუბრისას დედაქალაქის  საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს. რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ალეკო ელისაშვილი სხვებთან ერთად აპროტესტებდა მომხდარს. 

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

"თუ ვინმე სხვამ დაგეგმა ეს ამბავი, ეძინა ხელისუფლებას?! თურმე არსებობს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც ასეთ ტერაქტებს გეგმავს. და, მეორეს მხრივ, თუ  თვითონ აქვს გაკეთებული, მაშინ დამთავრდა საერთოდ ლაპარაკი. ამის ეჭვი არსებობს.  5 დღის წინ კაცი გამოვიდა და ამბობდა შს მინისტრია ამაზე პასუხისმგებელიო.

ერთი არის მთავარი, ნატამალი ეჭვი არ უნდა დარჩეს გამოძიებასთან დაკაშირებით. ერთი პატარა დეტალიც არ უნდა იყოს დაფარული საზოგადოებისთვის. ამ საქმეზე 100 % სიცხადით უნდა ვიცოდეთ ყველაფერი. თუ არა და სანამ გაგიჟებულა ხალხი და მიაწყდება, ხელისუფლებამ დატოვოს ეს ყველაფერი,  ბოდიში მოიხადოს და წავიდნენ სახლში. იმიტომ, რომ არ შეიძლება, როგორ შეიძლება ასეთი ამბავი.

ეს ხელისუფლება, ხელისუფლებაში და იმ კაბინეტში შევიდა ამ ადამიანის ტკივილზე, ცრემლზე და სისხლზე.   3 წელი ბოდიალობენ, ვერ გამოიძიეს  ვერაფერი.

რა გამოუძიებელი იყო, სახელებსა და გვარებს ამბობდა კაცი, რომ ეს დალაქიშვილი, ჯანდაბა და დოზანა შსს-ში მუშაობდა. რა გამოუძიებელი იყო ამისთანა, კენედის მკვლელობა იყო თუ რა იყო?

და, აი რა ფინალი მივიღეთ საბოლოოდ.“ – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...