ხაზარაძე ზვიად რატიანზე: საუკეთესო ქართველი პოეტობა არ ნიშნავს ბილწსიტყვაობას და იმუნიტეტი არ არის!

TBC ბანკის და ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“-ს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე “მთავარი არხის” ეთერში პოეტ ზვიად რატიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მას ურჩია ”კაი კაცობაზე ვენებს ნუ გადაიხსნის, რადგან გაიყიდება”.

“უპირველეს ყოვლისა, გაოცებას იწვევს რამდენიმე ფაქტი. პირველი, რომ გახარიამ რატიანს მიაწოდა ინფორმაცია და რატიანმა ეს დაიჯერა, მიიღო ეს ინფორმაცია წყაროდ, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ებრძოდა.

მეორე, ზუსტად შარშან ზვიადთან ერთად ჩვენ ფრანკფურტში ვიზეიმეთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და საღამოს ერთად ვიქეიფეთ. ეს უკვე მომხდარი ამბავი იყო ელემენტარულად და თუ მას ან შარშან, ან მერე რაიმე სალაპარაკო ჰქონდა, ან რაიმე პრეტენზია, შეეძლო გაერკვია.

მეორე საკითხი- მწერალი ან პოეტი, რაც არ უნდა ცნობილი იყოს, ან დევნილი, საუკეთესო ქართველი პოეტობა ბილწსიტყვაობას არ ნიშნავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საუკეთესო ქართველი მწერლობა იმუნიტეტი არ არის და უფრო მეტი, გახარიას, რომელსაც ამდენი ხნის განბმავლობაში ებრძვი, ტელეფონს არ იღებ და ჩვენი “ლელოს” დაფუძნების დღეს პოსტს დებ, ახლა გახსენდება ორი წლის წინანდელი ამბავი, თითქოს ვიღაცისთვის რაღაც დამივალებია, ცოტა ძალიან ბევრ ეჭვს იწვევს.

მესამე ის არის, მოვიძიე გუშინ, რომ არანაირი კადრები ან მოთხოვნა კადრების გადაცემაზე TBC ბანკიდან არ ყოფილა, ბანკომატი იღებს სამ ფოტოს, როცა მასში ბანკომატი შედის და არანაირ ვიდეოს ის არ იღებს. ამიტომ, ტყუილის ფაბრიკაცია, რომელიც მოხდა, ზვიადისგან ძალიან გულდასაწყვეტია. იმის ღირსი მაინც ვარ, დამირეკო და მითხრა, იცი რა, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მე საოპერაციო მმართველი არ ვიყავი”,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

14 სექტემბერს,  პოეტმა ზვიად რატიანმა facebook-ის პირად გვერდზე TBC ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მიმართა, რომელმაც 12 სექტემბერს ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა.

“მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze

რა უბედურებაა ეს სიმბოლიზმები? ეს 12-ები? გახარია რომ პირადად მოგაწვა და კადრები შეაკრეჭინე აიტიშნიკებს, გეხსომება. ჰოდა, ნუ გადაიხსნი კაი კაცობაზე ვენებს. როგორც კი ფულის დრო დაგიდგება, გაიყიდები ეგრევე”,-მიმართავს ზვიად რატიანი მამუკა ხაზარაძეს.

შენიშვნა: სტილი დაცულია

იმავე დღეს, მწერალი, ჟურნალისტი და ამჟამად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის PR მენეჯერი, თეონა დოლენჯაშვილი Facebook-ის გვერდზე პოეტ ზვიად რატიანის განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ “ზვიად რატიანი მისთვის დამთავრდა!”.

ცნობისთვის, 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ  ზვიად რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თავად პოეტი კი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებდა და აღნიშნავდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.

მსგავსი თემები:

ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ რატიანის საქმეზე გამოძიება ყველა კითხვას ადეკვატურ ვადებში გასცემს პასუხს

მეზვრიშვილი: ზვიად რატიანი იყო ბანკომატთან, იქცეოდა საეჭვოდ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში

ზვიად რატიანის დაკავების საქმეზე პროკურატურამ პოლიციელების მიმართ გამოძიება დაიწყო

მწერლები: ვითხოვთ გვაჩვენოთ მოძალადეები, ნუ აშანტაჟებთ ზვიად რატიანს!

მეზვრიშვილი: ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას

ზვიად რატიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა

შსს ზვიად რატიანის დაკავების გამო, საბოლოო გამოძიებამდე, პოლიციელს უფლებამოსილებას შეუჩერებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად