ხაზარაძე: წირვა შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ რაღაც პერიოდი ეკლესიებში თავშეყრა არ უნდა ხდებოდეს

ამის შესახებ “ლელოს” დამფუძნებელმა და ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მე არ მითქვამს, რომ წირვა არ უნდა ჩატარდეს. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, წირვა შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ თავშეყრა შიგნით ეკლესიებში რაღაც პერიოდის განმავლობაში არ უნდა ხდებოდეს. ეს როგორ დარეგულირდება ტექნიკურად ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, ჩვენ ყველა უნდა დავემორჩილოთ იმას, რომ ყველა ადამიანი შეიძლება იყოს ამ ვირუსის მატარებელი ისე, რომ თვითონ არ იცოდეს. ვიცით, რომ ინკუბაციის პერიოდი 14 დღე გრძელდება, შესაბამისად რისკი არის ძალიან დიდი.

ეს ბევრმა ქვეყანამ გააკეთა. ეს გაააკეთა ბევრმა მართლმადიდებელმა ქვეყანამ და ჩვენ არ უნდა ვიყოთ გამონაკლისი. გიყვარდეს ღმერთი შენი და მოყვასი შენი სწორედ ამას გულისხმობს და არ არის საჭირო გულზე მჯიღის რტყმა, რომ ჩვენ არაფერი გვეკარება და ა. შ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად