ხაზარაძე: თიბისი ბანკის აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ხელახალ არჩევას

ამის შესახებ თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თავის ფეისბუქ გვერდზე წერს.

“ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან.

ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...