ხაზარაძე: სებ-ის სამარცხვინო ხელმძღვანელობამ ერთხელაც არ დააფიქსირა, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა

ეროვნული ბანკის სამარცხვინო ხელმძღვანელობამ ერთხელაც არ დააფიქსირა, რომ არანაირი ფულის გათეთრება არ ყოფილა, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“ეროვნული ბანკის სამარცხვინო ხელმძღვანელობამ ერთხელაც არ დააფიქსირა, რომ არანაირი ფულის გათეთრება არ ყოფილა. ამ ფონზე ჩვენ მეორედ აგვირჩიეს ლონდონში თავმჯდომარედ და თავმჯდომარის მოადგილედ. მათ კარგად იცოდნენ რა ცეცხლის ქვეშ ვიმყოფებოდით ჩვენ და ამ ყველაფრის შემდეგ მე დავწერე რომ 98%-ით აგვირჩიეს, რაც ნიშნავს, რომ არ არსებობს პრეტენზია და ვთქვი, რომ ჩვენ დავაფუძნებთ მოძრაობას. ეს იყო 24 ივნისს.

პოლიტიკაში წასვლა არანაირი თავდაცვის მექანიზმი არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, ძალიან ბევრი არსებული პოლიტიკოსი დღესაც ციხეშია და საერთაშორისო ენაზე პოლიტპატიმრები ჰქვიათ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად