ხაზარაძე: საქმე გვაქვს ივანიშვილის ავტოკრატიასთან და მის უდიპლომო და უცოდინარ ადვოკატთან

საქმე გვაქვს ივანიშვილის ავტოკრატიასთან და მის უდიპლომო და უცოდინარ ადვოკატთან, რომელიც დღეს დანიშნულია გენერალურ პროკურორად, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაზარაძე ამბობს, რომ მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარს მეტჯერ აღარ გააკეთებს.

“მთელი სერიოზულობით მინდა განვაცხადო, რომ არასდროს ამ თემაზე მე მეტჯერ აღარ გავაკეთებ კომენტარს. იმიტომ, რომ იურისტებმა და ადვოკატებმა უნდა ისაუბრონ ამაზე. მე აღარ ვისაუბრებ ამაზე, უბრალოდ მედიას, საზოგადოებას უნდა ვუთხრა, რომ არანაირ კანონდარღვევა არ ყოფილა. ჩვენ აბსოლუტურად სუფთა ვართ არა მხოლოდ ამ საქმეში, არამედ ბიზნესის კეთებაში, რასაც ვაკეთებთ მე, ბადრი და ჩვენი გუნდი.

ფაქტია, რომ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან, მის კერძო ადვოკატთან, რომელიც დღეს დანიშნულია მთავარ პროკურორად. საქმე გვაქვს უდიპლომო და უცოდინარ ადვოკატთან, ასეთივე უცოდინარი პროკურორებთან. აგერ ვუყურებ მათ თვალებში, რომლებიც ურცხვად ითხოვდნენ მტკიცებულებებს, რომელიც ჩვენმა ადვოკატმა მოიპოვა და დღეს საქმიდან მის ამოღებას ითხოვენ. აი ამასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად