ხაზარაძე: სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია

“ეს რომ ყოფილიყო ერთ უწყებასთან კამათი გასაგებია, მაგრამ ესაა სახელმწიფო. სახელწმიფოს ხომ ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია.”,-ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ “ფორბსის კვირიაში” განცხადება.

” გვეუბნებიან, რომ იცით რაა? რაღაც დააშავეთ და ვერ აკეთებთ ფინანსურ დახურვას. კიდევ ვამბობ, სამშენებელო პროცესი არ გაჩერებულა, კომპანია მუშაობს მთელი სიმძლავრით ამ მოგერიებებში ვართ. ყველას მინდა ვუთხრათ, რომ მოდი, დავფიქრდეთ, რა რისკების წინაშე ვდგავართ. ვისაც ვხვდები უცხოელებს, პირველი კითხვაა, რა ხდება თქვენს თავს? რატომ ხდება ასე? მიწევს ცალცალკე ახსნა, ან რა უნდა ავუხსნა ელემენტარულად? ვყვები იმას, რასაც თქვენ გიყვებით, დასამალი არაფერი არ არის.

ეს რომ ყოფილიყო ერთ უწყებასთან კამათი გასაგებია, მაგრამ ესაა სახელმწიფო. სახელწმიფოს ხომ ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია. ეს ძალიან ცუდია. იმ სიტუაციაში, როცა ერთი მხრივ, თავს ვიცავთ, მეორე მხრივ, ახსნა – განმარტებები გვიწევს, მესამე კი ვაწყნარებთ ჩვენს ინვესტორებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და და ცოტა ხანი კიდევ გაუძელით, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფებს. მინდა რაღაც მოვახერხოთ და მთავრზე ვიალაპარაკოთ და ეს მთავრი ის არის, რომ ამ ქვეყანაში ისეტი პროექტი განხორციელდეს, როგორიც ანაკლიაა”,-აცხადებს ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...