ხაზარაძე: რუსული პაგონების ქვეშ ჩამამლულებს არაფერი გამოგივათ! ანაკლიას ავაშენებთ დასავლური ინვესტიციებით!

ამის შესახებ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მთავარ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც უწყებამ ის დღეს დამატებითი გამოკითხვისთვის დაიბარა.

“მეორე საკითხი, რაზეც განცხადების გაკეთება მინდა არის ანაკლია. არის საკითხები, რომელიც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინებები, რომლებიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ე. წ. მეხუთე კოლონის სახით რუსული გავლენების სახით ეწინააღმდეგება საქართველოსა და ქართველებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. ანაკლია არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება. ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ. ეს არის ჩვენი უსაფრთხოების და ეკონომიკური წინსვლის გარანტია.

ამიტომ, პირდაპირ მოვუწოდებ რუსული პაგონების ქვემოთ ჩამალულებს, რომ არაფერი არ გამოგივათ. ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ინვესტიციებით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მოგვიანებით კი, მამუკა ხაზარაძემ სოციუალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: ვტოვებთ TBC ბანკში დაკავებულ თანამდებობებს, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი

ცნობისთვის, დღეს მთავარმა პროკურატურამ “თიბისი ბანკის საქმეზე”, ბიზნესმენი  ავთანდილ წერეთელი 16 664 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულად სცნო

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 700 000-700 000 ლარი შუფარდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

დაახლოებით 5 თვის წინ, 2019 წლის 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევაზე განცხადება გაავრცელა.

რამდენიმე დღეში კი „TBC ბანკმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ  ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი /თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში

აღნიშნული განცხადებების  შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ.

2019 წლის 4 მარტს პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

განცხადების გაკეთებიდან მეორე დღესვე მამუკა ხაზარაძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა.

ხაზარაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მას წერილი შუამავალმა გადასცა, რომლის ასლი მოსამართლესაც წარუდგინა.

ასევე ხაზარაძემ აღნიშნა, რომ “თიბის ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს  მაშინ, „როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი და რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება“.

წერილის გაგზავნის ფაქტს  შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს და აცხადეს: მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს ყველას პირში ვეუბნები  ხაზარაძე კი აცხადეს: შინაგან საქმეთა მინისტრმა სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი

პროკურორმა კი განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ჩვეულებრივი წერილი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

„აიპრესთან“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ წერილი, რომელიც ხაზარაძეს გადასცეს, ხელნაწერი არ იყო, დაბეჭდილი იყოასევე 2019 წლის 6 მარტს აღნიშნა რომ წერილი ექსპერტიზაზე გაგზავნილია უცხოეთში.

2019 წლის 9 ივლისს TBC ბანკის დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძე  სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

“აიპრესი“ დაინტერესდა ჩამოვიდა თუ არა ექსპერტიზის პასუხი უცხოეთიდან, რაზეც ზვიად კორძაძემ განაცხადა: „ჯერ-ჯერობით არანაირი პასუხი არ ჩამოსულა.

ცნობისთვის, 2019 წლის 12 აგვისტოს მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერს:  სექტემბრიდან! ახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...